სასტუმრო სასტუმრო "კრისტალი"
ნახეთ ფოტოები და გაიგეთ მეტი ამ სასტუმროზე

სასტუმრო "კრისტალი"
ბაკურიანი,
დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია
(+995 267) 40 376
(+995) 95 461 461

საშ. დღიური    199 GEL
ფასი
 
სასტუმრო სასტუმრო "კრისტალი"
Click to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlarge

აღწერილობა

სასტუმრო "კრისტალი" 2009 წლის იანვარში გაიხსნა და მაშინვე მიიპყრო ყურადღება დახვეწილი დიზაინით, უმაღლესი ხარისხის მომსახურებით და საუკეთესო ადგილმდებარეობით. "კრისტალი" გთავაზობთ ყოველმხრივ აღჭურვილ კომფორტულ ნომრებს თანამედროვე დიზაინითა და ულამაზესი ხედებით. თქვენს განკარგულებაშია ასევე საცურაო აუზი, საუნა, ბარი, ბილიარდი, საბავშვო ოთახი და სასიამოვნო გარემო. შენობას გარს აკრავს კეთილმოწყობილი ეზო საბავშვო მოედნითა და დაცული ტერიტორიით პარკინგისათვის 30 მანქანაზე. "კრისტალის" სამზარეულო ევროპულ და ქართულ კერძებს გთავაზობთ. მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების სტუმარს დააკმაყოფილებს.
მდებარეობა.
სასტუმრო "კრისტალი" დიდველის საბაგირო სადგურიდან რამოდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს სოფლის დასახლებიდან მოშორებით (ცენტრიდან 2 კმ) და გარშემორტყმულია ტყეებითა და მთის ფერდობებით - ეს ბაკურიანის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობაა.
მომსახურება.
ზოგადი ინფორმაცია: - სტუმრების მიღება 14:00სთ; - ნომრის დაცლა 12:00სთ. ინფორმაცია სასტუმროს ინფრასტრუქტურის შესახებ: - 5 სართული, 23 სტანდარტული ოთახი, 4 ლუქსი; - საკონფერენციო დარბაზი 50 პერსონაზე; - საცურაო აუზი და საუნა; - ბარ-რესტორანი; - საბილიარდო; - ბავშვთა ოთახი; - მაღაზია და აფთიაქი; - თხილამურების სათავსო; - დაცული ავტოსადგომი 30 მანქანაზე. სტუმრების მომსახურება: - 24 საათიანი მომსახურება ნომრებში; - 3-ჯერადი კვება (შვედური მაგიდა); - სამრეცხაო; - ტაქსი; - ტრანსპორტირება; - თხილამურების გაქირავება; - ძიძა; - ბილეთების დაჯავშნა; - DVD გაქირავეა. ბიზნეს მომსახურება: - კომპიუტერი; - პრინტერი; - ქსეროქსი; - სკანერი; - პროექტორი; - ინტერნეტი WiFi..
ოთახები.
დეტალურად სასტუმროს ნომრების შესახებ: - სასტუმროს ყველა ნომერი მოწყობილია თანამედროვე სტილის და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ავეჯით; - ოთახებში, ისევე როგორც მთელი სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრებს შეუძლიათ უფასო ინტერნეტით სარგებლობა; - თითქმის ყველა ოთახს აქვს აივანი შესანიშნავი ხედებით მთიან პეიზაჟებზე. ოთახების აღჭურვილობა: - გათბობის ცენტრალური სისტემა ტემპერატურის ინდივიდუალური კონტროლით; - მინი ბარი და მაცივარი; ტელევიზორი (LCD) საკაბელო არხებით და DVD პლეერით; - ელექტროსეიფი; აბაზანის ჰიგიენური აქსესუარები და ტექსტილი; -თმის საშრობი ფენი და ელექტროჩაიდანი. სურათები შეგიძლიათ იხილოთ www.facebook.com - ზე სახელით - crystaldidveli.