სასტუმრო სასტუმრო ბუტიკი
ნახეთ ფოტოები და გაიგეთ მეტი ამ სასტუმროზე

სასტუმრო ბუტიკი
თბილისი,
მეტეხის აღმართი N9
+995 32 747455; +995 90 266 999

საშ. დღიური    16 GEL
ფასი
 
სასტუმრო სასტუმრო ბუტიკი
Click to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlarge

აღწერილობა

სასტუმრო "ბუტიკი" მოიცავს 5 დიდ და კომფორტულ ნომერს, ულამაზესი ვერანდებითა და აივნებით, იგი წარმოადგენს მშვიდ ოაზისს, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ განიტვირთონ და დაისვენონ. სასტუმროს გააჩნია რესტორანი და ბარი. მზარეული შემოგთავაზებთ მენიუს, რომელიც მოიცავს, ჯანსაღ საკვებს. ზაფხულში თქვენ შეგიძლიათ ივახშმოთ რესტორნის ვერანდაზე და დატკბეთ თბილისის ხედებით. სასტუმროს განსაკუთრებულობას წარმოადგენს კლდეში მოწყობილი ღვინის მარანი, აქ თქვენ შეიგრძნობთ ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სულს, შეძლებთ დააგემოვნოთ ცნობილი ბრენდები, ოჯახური ღვინოები და ა.შ.
მდებარეობა.
სასტუმრო "ბუტიკი" მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, იგი ასახავს თბილისის სულსა და კულტურას.ჩვენ გთავაზობთ კომფორტსა და ტრადიციულ მასპინძლობას ძველი თბილისის გულში-ავლაბრის უბანში, რომელიც წარმოადგენს ხიდს ევროპასა და აზიას შორის, აქ ისტორიული და თანამედროვე კულტურა, ისევე როგორც ტრადიციები ერთმანეთს ერწყმის. სასტუმრო მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 კილომეტრში და 5 წუთი აშორებს ქალაქის ისტორიულ ნაწილს, რომელიც მოიცავს: ცნობილ გოგირდის აბანოებს, ძველ ეკლესიებს,მეჩეთს , სინაგოგას, მუზეუმებსა და საგამოფენო გალერეებს. ნებისმიერ სტუმარს აქვს შესაძლებლობა დატკბეს განუმეორებელი და დაუვიწყარი, ისტორიული თბილისით.
მომსახურება.
ჩვენ გთავაზობთ 24 საათიან მომსახურებას(ადმინისტრაციას), აეროპორტში დახვედრა-გაცილებას, საუზმეს, დაცვას, ტაქსის მომსახურებას, უფასო ინტერნეტს და სხვა. აქვე არის საბანკო ტერმინალი, რომელიც იღებს ყველა ბარათს. სასტუმროდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ ავია, საავტომობილო და სარკინიგზო ბილეთები..
ოთახები.
ყველა ოთახს აქვს აივანი, თბილისის ისტორიული ნაწილის მომხიბლავი ხედით, რომანტიულ ატმოსფეროს მატებს მდინარე მტკვარი რომელიც სულ რამოდენიმე მეტრის დაშორებით მიედინება. ოთახებში არის საერთაოშორისო სატელეფონო კომუნიკაცია, სატელევიზიო კაბელი, Wi Fi ინტერნეტი, კონდინციონერი, თმის საშრობი და მინი ბარი..
 
 

Boutique Hotel, 9 Metekhi Rise