სასტუმრო საოჯახო სასტუმრო ლაგო
ნახეთ ფოტოები და გაიგეთ მეტი ამ სასტუმროზე

საოჯახო სასტუმრო ლაგო
ლაგოდეხი,
ზაქათლის ქ.#63

(+995) 599 349932

საშ. დღიური    3 GEL
ფასი
 
სასტუმრო საოჯახო სასტუმრო ლაგო
Click to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlarge

აღწერილობა

საოჯახო სასტუმრო "ლაგო" მეტად მყუდრო და კომფორტულია. მას გარს აკრავს კეთილმოწყობილი ეზო კაკლის ბაღით, გაშლილი ტერასა სხვადასხვა დასასვენებელი ინვენტარით, საცურაო აუზით, ასევე მაგიდის ტენისით და ბილიარდით. აქვს ღვინის მარანი- დეგუსტაციისთვის ასევე ფაცხა და სათონე
მდებარეობა.
საოჯახო სასტუმრო "ლაგო" მდებარეობს ქ.ლაგოდეხში. ქალაქის ცენტრში, ზაქათლის ქუჩა N63, საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელ გზაზე. იგი საკმაოდ მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს ტურისტებისთვის და საკმაოდ ახლოსაა ქალაქის ცენტრთან ფეხით წუთის სავალზეა: რესტორანი, ბაზარი, სილამაზის სალონი, კომპიუტერული ცენტრი,ბანკი, ბანკომატი, სუპერმარკეტი, ეკლესია.
მომსახურება.
სტუმრები უზრუნველყოფილები არიან მაქსიმალური კომფორტით: ცენტრალური გათბობით, ცივი და ცხელი წყლით, ულიმიტო ინტერნეტით, უფასო პარკინგით, მანქანით მომსახურებით. თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კერძები, მონაწილეობა მიიღოთ მწვადის შეწვაში, პურის ცხობაში, ჩურჩხელის ამოვლებაში, ხინკლის მოხვევაში, ხაჭაპურის ცხობაში. ასევე გთავაზობთ ღვინის ტურს. ამ ოჯახს ღვინის წარმოების 60 წლიანი ტრადიცია აქვს. ყოველწლიურად აქ იწურება 5 ჯიშის ყურძენი: რქაწითელი, საფერავი, ალექსანდროული, ალადასტური, იზაბელა და საკუთარი ტექნოლოგიით მზადდება 5 სახეობის ღვინო, ასევე ჭაჭა და კონიაკი.
ოთახები.
სასტუმროში განთავსებულია 8 საძინებელი და ერთდროულად შეუძლია 20 სტუმრის მიღება. არის 1,2,3,4 ადგილიანი ნომრები, ყველა ოთახი აღჭურვილია საჭირო ინვენტარით (კარადა, საკიდი,კომოდი,სავარძელი) კონდიციონერი, პლაზმური ტელევიზორი. ოთახებს აქვს საკუთარი აბაზანა ტუალეტი ყველა ჰიგიენური საშუალებებით. სტუმრებს საშუალება აქვთ მოაწყონ საქმიანი და გასართობი ტიპის შეხვედრები მაქსიმალური სიმყუდროვისა და კომფორტის პირობებში. აგრეთვე დაისვენონ და მიირთვან გამაგრილებელი სასმელები ტერასაზე, ეზოში, ვერანდაზე. საოჯახო სასტუმროს აქვს უსაფრთხო პარკინგი 6 ავტომობილისათვის..