სასტუმრო ვერა ლოფტი
ნახეთ ფოტოები და გაიგეთ მეტი ამ სასტუმროზე

თბილისი,
კოტე მაყაშვილის ქ # 15. ბ8
+995577517555

საშ. დღიური    87 GEL
ფასი
 
სასტუმრო ვერა ლოფტი
Click to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlarge

აღწერილობა

აპარტამენტები „Vera Loft” მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ და ტურისტებისათვის საყვარელ ადგილას, ზემო ვერაზე. შეიძლება ითქვას თბილისის სხვენზე. ამასთან, მეტროს სადგურ რუსთაველიდან 5 წუთის ფეხით სავალზე. ბინა ახალი გარემონტებულია სკანდინავიურ და ლოფტის სტილში. აპარტამენტებში არის უფასო Wi-Fi, კონდიციონერი, გათბობა, აივნები. ბინაშია დივანი, LCD ტელევიზორი, სარეცხი მანქანა. აბაზანაში არის ფენი და უფასო საპირფარეშოს ნივთები. სტუმრების განკარგულებაშია სარეცხი მანქანა და საუთაო აღჭურვილობა. თეთრეული და პირსახოცები შედის სასტუმროს ღირებულებაში. საკვების დამოუკიდებელი მომზადებისათვის სამზარეულოშია გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი და ჭურჭელი. ჩაი, ყავა, შაქარი და მარილი შედის სასტუმროს ღირებულებაში. კვების პროდუქტები შეიძლება შეიძინოთ მაღაზიებში, მეზობლად. ბინაში იდეალურად თავსდება 5 სტუმარი, შესაძლებელია 1-2 საწოლის დამატებაც.
მდებარეობა.
თბილისის საკონცერო დარბაზი „ფილარმონია“ მდებარეობს 800 მეტრში (10 წთ ფეხით) მეცნიერებათა ეროვნული აკადემია 400 მ (5 წთ ფეხით) ოპერისა და ბალეტის თეატრი 1 კმ (13 წთ ფეხით) შოთა რუსთაველის სახ. თეატრი 1,1 კმ (15 წთ ფეხით) თავისუფლების მოედანი 2 კმ (25 წთ ფეხით). მთაწმინდის პარკამდე მიმავალი საცალფეხო ბილიკამდე მანძილია 300 მ (4 წთ ფეხით), ფუნიკულიორის ტრამვაის გაჩერებამდე 900მ (11 წუთ ფეხით). საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი 15 კმ-ია.
მომსახურება.
.
ოთახები.
სასტუმროში ორი საწოლი ოთახია: #1 საწოლი ოთახი აივნით - დგას 1 ორადგილიანი საწოლი, სტუმრების რაოდენობა 2. #2 მანსარდა - დგას 1 ორადგილიანი და 1 ერთ ადგილიანი საწოლი, სტუმრების რაოდენობა 3..