სასტუმრო დკდ-ბრიჯი
ნახეთ ფოტოები და გაიგეთ მეტი ამ სასტუმროზე

თბილისი,
გლდანი,ხიზანიშვილის 68
577769930

საშ. დღიური    74 GEL
ფასი
 
სასტუმრო დკდ-ბრიჯი
Click to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlargeClick to enlarge

აღწერილობა

სასტუმრო "დკდ-ბრიჯი"არის ზუსტი ადგილი მათთვის,ვინც ეძებს წყნარ ადგილს დასასვენებლად.სასტუმრო განლაგებულია სამ სართულზე,აქვს მყუდრო ეზო,სადაც შეგიძლიათ ჩაის ან ყავის დალევა ან უბრალოდ დასვენება.მესამე სართულზე ყველა ოთახს აქვს ტერასა.სასტუმროში ფუნქციონირებს ბარი,სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ტრადიციული,ასევე საერთაშორისო საჭმელი.სასტუმროში არის ასევე საკონფერენციო დარბაზი 120 კაცზე,კრივის დარბაზი,სადაც მიმდინარეობს ვარჯიშები,სილამაზის სალონი.
მდებარეობა.
სასტუმრო ”DKD-BRIDGE” თვალშისაცემია ორიგინალური განლაგებით, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ცენტრიდან 15-20 წუთის გზაზე,მეტრო "ახმეტელის თეატრის"ზემოთ.ვარდების რევოლუციის პარკთან
მომსახურება.
სასტუმრო "დკდ-ბრიჯი"ზრუნავს სტუმრების კონფორტულ დასვენებაზე და ყოველდღიურად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.გთავაზობთ შემდეგი სახის სერვისებს:მსურველებს შეუძლიათ სასიამოვნოდ გაატარონ დრო და დასივენონ კაფეში, საბანკეტო დარბაზში 200 კაცზე, ბარში _ რომელიც ღიაა 24 საათის განმავლობაში, სადაც შეიძლება წაივახშმოთ და მიირთვათ ალკოჰოლური სასმელები, უბრალოდ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო მეგობრებთან ერთად, რესტორანში, სადაც შემოგთავაზებენ სხვადასხვა კერძებს და სასმელებს.ჩვენ გთავაზობთ სადღეღამისო მომსახურებას ნომრებში, დაცვას, უფასო პარკირებას; სტუმრების მიღება _ აეროპორტში დახვედრა, წაყვანა და წამოყვანა, ექსკურსიები ქალაქში და ქალაქგარეთ, გიდების მომსახურება. ტაქსის სერვისი;საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირი და ფაქსი, WI-FI; საჭიროების შემთხვევაში _ ავია, სარკინიგზო და საზღვაო ბილეთების დაჯავშნა, სეიფი; ასევე სასტუმროში ფუნქციონირებს სილამაზის სალონი, სამრეცხაო და საუთოო ოთახები..
ოთახები.
სასტუმროში არის სხვადასხვა კონფორტაბელურობის 38 ნომერი:ერთადგილიანი, ორადგილიანი, სამადგილიანი, ოთხადგილიანი,ნახევრად ლუქსი და ლუქსი.ყოველი ნომერი აღჭურვილია კონდინციონერით,ცენტრალური გათბობით,სააბაზანოთი,WI FI ინტერნეტით,საკაბელო ტელევიზიით,ერთჯერადი ქოშებით,პირსახოცით,საპნით,შამპუნით,ყოველდღიური დალაგები სერვისით.